თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელი მიენიჭება
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2019 20:29
თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, თბილისის ექვს უსახელო ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ 9 აპრილს, 10:00 საათზე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საჯარო განხილვაზე ისაუბრებენ.

დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაპარაკია ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩებზე, რომლებსაც ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭება. ჩამონათვალში მოხვდა ჩუღურეთის რაიონში, რეხის პირველი ქუჩის ერთი მონაკვეთი, რომელსაც თამუნა დოლიძის სახელი დაერქმევა. ამავე რაიონში მდებარე კიდეც ერთ უსახელო ქუჩას თინა ენუქიძის სახელს მიანიჭებენ. 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მანანა ლოლაძის სახელს დაარქმევენ ჩუღურეთის რაიონში, რეხის მე-2 ქუჩას, რეხის მე-3 ქუჩის მონაკვეთს კი მანანა ლოლაძის პირველი ჩიხის სახელი ეწოდება.

ჩამონათვალში მოხვდა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ელისო ჭიპაშვილი, რომლის სახელსაც რეხის შესახვევს და მასთან მდებარე კიდევ ერთ უსახელო ქუჩას დაარქმევენ. რაც შეეხება ამავე რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას თამარ მამულაშვილის სახელი მიენიჭება.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად 30 წელი სრულდება.

ტეგები