პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 10:30
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება

ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აქვს.

„ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები