ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 11:53
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე გახდა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

„მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას.

2011 წელს ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე ასოციაციის პირველ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. სოსო ფხაკაძე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. 

ტეგები