თათია სამხარაძე: საქმე დასრულდა, შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 12:01
თათია სამხარაძე: საქმე დასრულდა, შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა

ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომლის თათია სამხარაძის თქმით, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.  ამის შესახბ "ტაბულა" წერს.

"სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემ სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე. ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. დღეს, მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება.

ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა. თუ ჩემი გზა რომელიმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია" - წერს თათია სამხარაძე.

ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში 2016 წელს უჩივლა. საქმის დეტალები წაიკითხეთ აქ.

2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის - 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.

ტეგები