ილია მეორემ 9 მემორიალთან პარაკლისი აღავლინა
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 12:13
 ილია მეორემ 9 მემორიალთან პარაკლისი აღავლინა

თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათალიკოს პატრიარქი მივიდა. ილია მეორემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს აღავლინა.

9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა და მოიწამლა.
 

ტეგები