ლევან იზორია: 9 აპრილი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის გამოვლენაა
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 12:19
ლევან იზორია: 9 აპრილი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის გამოვლენაა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან იზორიას განცხადებით, 9 აპრილი ჩვენი ერის ერთსულოვნებისა და თავისუფლების იდეის გარშემო კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითია.

„9 აპრილი საქართველოს ისტორიის მთავარი იდეისთვის თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვი თავგანწირული ბრძოლის გამოვლენაა. ამ ბრძოლის შედეგად დაიშალა საბჭოთა იმპერია და მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი

დამოუკიდებლობა. მინდა ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას
პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ
ჩაჩიბაიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის
წარმომადგენლება, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის
სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა.
30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი
მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

ტეგები