თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 12:25
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში, ვაზისუბანში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახში არ დაბრუნდა, მშობლებმა 4 აპრილს პოლიციას განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მიმდინარეობს მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

ტეგები