ტარიელ ონიანმა ციხე დატოვა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 13:18

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა, იგივე "ტარომ" რუსეთის საპატიმრო დატოვა.

რამდენიმე დღით ადრე რუსული მედია წერდა, რომ ონიანს პატიმრობის ვადა შეუმცირდა.


2010 წელს მოსკოვის სასამართლომ ონიანი ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ონიანს საპატიმრო 11 ივნისს უნდა დაეტოვებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს „კანონიერმა ქურდმა“ სასამართლოს გზით პატიმრობის ვადის 10-დან 9 წლამდე შემცირება შეძლო.

წყარო: pia.ge


ონიანზე საერთაშორისო ძებნა ესპანეთს აქვს გამოცხადებული ფულის გათეთრებისთვის და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის და შესაძლოა ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის საპატიმროში აღმოჩნდეს.


თუმცა, რუსულ „როსბალტს“ წყარომ განუცხადა, რომ ონიანს საქართველოში გააძევებენ.

ტეგები