ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე: ისინი პარტიიდან ღია კარის მტვრევით წავიდნენ
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 22:51
ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე: ისინი პარტიიდან ღია კარის მტვრევით წავიდნენ

პარტიიდან თავდაპირველად სამი ადამიანის წასვლის შემდეგ (საუბარია ეკა ბესელიაზე, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეზე) გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა კიდევ არის პრობლემები, რომლის დალაგებაც შედარებით ადვილია, - ამის შესახებ პარტია `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მისთვის გაურკვეველია რატომ შეუერთდა ამ ჯგუფს ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც „ამ პოლემიკაში მანამდე არ მონაწილეობდა“. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ ოთხ ადამიანს პარტიიდან წასვლის მიზეზი არ ჰქონდა და ისინი „ღია კარის მტვრევით წავიდნენ“.

„როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. ამ მხრივ მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს. თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ, რომ ეს იყო მოსამართლეები საკითხი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, ფასეულობათა აღრევა მათში მოხდა და არა გუნდში. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ფასეულობების აღრევის პრობლემა სწორედ გუნდიდან წასულ ადამიანებს აქვთ. „ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წელიწადს გაახსენდათ სასამართლო?! სად იყვნენ აქამდე?!“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო: imedinews.ge

ტეგები