ბიძინა ივანიშვილი - რაც ხდება „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2019 23:55
ბიძინა ივანიშვილი - რაც ხდება „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ

„თიბისი ბანკის“ საქმეზე მე კითხვები არ მაქვს, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ძირითადად კითხვები ჩემს მიმართ აქვთ - ამის შესახებ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქმესთან მიმართებაში ღირსეული ნაბიჯები გადადგა.

„ორკესტრირებული შეტევა არისო „თიბისი ბანკზე“, გავახსენებ საზოგადოებას ორკესტრირებული შეტევა იყო 2011 წელს „ქართუ ბანკის“ მიმართ. დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც ხდება „თიბისი ბანკის“ მიმართ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ. ზოგადად, რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს: პროცესი დასრულებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გააკეთა მან ეს ყველაფერი დაამტკიცა პარლამენტში, დაამტკიცა საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები იქაც შესატყვის გაკეთდა რეაქციები და ეს ორი პიროვნება გამოყვანილია სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა და კითხვები აღარ არის, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge

ტეგები