თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ბინები გადაეცემათ
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2019 11:23
თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ბინები გადაეცემათ

თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ასევე, კალაძის თქმით, თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე უკვე გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც 5 მისამართზე ააშენებენ საცხოვრებელ ფართებს. ჯამში გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრი ფართი, რომლითაც 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

კერძოდ:

1) ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „აპექს დეველოპმენტმა“.

2) დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონში, N12 კორპუსის მიმდებარედ 2359 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „არქიმედ ჰაუსმა.“

3) დიდი დიღომში, IV მიკრო რაიონში, კორპ. 12-ის მიმდებარედ 11 774 კვ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა „ბი დეველოპმენტმა.“

4) დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „ფ.ს.გ.“-მ.

5) დიდ დიღომში პეტრე იბერის ქუჩის შესახვევის N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „ენსი გრუპმა.“

ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ ორ მისამართზე:

1) ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის მიმდებარედ 89 219 კვ. მიწის ნაკვეთზე.

2) დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრორაიონის, N29 კორპუსის მიმდებარედ 8692 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.