უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2019 14:07
უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს

თელავის უნივერსიტეტში აგრარულლ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დაჭრეს. 25 წლის მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიაყენეს. შემთხვევა უნივერსიტეტის ეზოში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სროლის ხმა მას შემდეგ გაიგეს, რაც კიკნაძემ საკუთარი ავტომობილი სასწავლებელთან გააჩერა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.