შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2019 15:20
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 1972 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს, გორში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.