ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2019 16:53
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში საგზაო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან N102 საჯარო სკოლამდე არსებულ მონაკვეთში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური, ამ ეტაპზე კი ტროტუარის განახლება მიმდინარეობს. სამუშაოების მეორე ეტაპზე, რეაბილიტაცია გზის სავალ ნაწილს ჩაუტარდება. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობის გზა განახლდება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, გზის საფარის განახლება ბედიას N4-ში სრულდება. პროექტის თანახმად, 1 100 კვ.მ ფართობის ეზოში ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი დაიგო.

საგზაო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიმდინარე პროექტები განიხილა და მათ საჭიროებს გაეცნო.

 

ტეგები