ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2019 17:09
ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას. ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის სწორად აღზრდას, სასიხარულოა, რომ განათლების მიმართულება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით დიდი თანხები იხარჯება, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების ხელფასი გახდეს ღირსეული. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ოჯახის როლს და აღნიშნეს, რომ სტაბილური და ძლიერი ოჯახები ქვეყნის სტაბილურობის განმაპირობებელია.

მისმა უწმინდესობამ ბიძინა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა და წარმატებები უსურვა.

ტეგები