29 წლის ასტრონომმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2019 21:00
29 წლის ასტრონომმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

2019 წლის 10 აპრილამდე, კაცობრიობას შავი ხვრელის რეალური ფოტო ნანახი არ ჰქონდა. შესაბამისად, არ არსებობდა ზუსტი წარმოდგენა, თუ როგორი იყო რეალურად.

გუშინ კი, ასტრონომებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის ​შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შავი ხვრელის ფოტო წარადგინეს. ისტორიული მოვლენის უკან, 29 წლის ასტროფიზიკოსი ქეით ბოუმენი დგას.

,,არ მჯერა ის, რაც ჩემს თავს ხდება'' - ამის შესახებ მეცნიერმა, სოციალურ ქსელში დაწერა და შავი ხვრელის პირველი ნამდვილი ფოტო გამოაქვეყნა.

მკვლევრები შავ ხვრელს 2017 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად მათ 500 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მიიღეს, რომლის დამუშავებასაც 2 წელი დასჭირდა. თვალსაჩინოებისთვის, ეს იყო მონაცემები, რომლებიც მყარ დისკებზე ინახებოდა და ნახევარ ტონას იწონიდა.


იმისთვის, რომ შავი ხვრელის გამოსახულება მიეღოთ, სპეციალისტებმა დედამიწის 8 წერტილიდან დაახლოებით ათი რადიოტელესკოპის Horizon Telescope-ი ქსელი შექმნეს.


 

ტეგები