კახა კალაძე დღეს ტაქსის მძღოლებს შეხვდება
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 10:13
კახა კალაძე დღეს ტაქსის მძღოლებს შეხვდება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება.

თუ დედაქალაქის მთავრობა ოქტომბრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებს არ გადადებს ან გააუქმებს, მძღოლები მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებით იმუქრებიან.

კალაძის განმარტებით კი, ყველა საკითხი, რომელიც შესაძლოა ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა. კალაძემ იმ პრივილეგიებზე ისაუბრა, რომლითაც ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ. 

ტეგები