„მწვანე კლუბი“ თბილისის მერიასთან დღეს აქციას აანონსებს
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 10:19
„მწვანე კლუბი“ თბილისის მერიასთან დღეს აქციას აანონსებს

„მწვანე კლუბი“ დღეს, 14:00 საათზე თბილისის მერიის შენობასთან აქციას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის ხელმძღვანელ პირებს რამდენიმე მოთხოვნას წაუყენებენ.

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ აქტივისტებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება;

გაუმართავი ავტომანქანების საკითხის დარეგულირება;

ეფექტური რეგულაციების შემოღება;

ეფექტური რეფორმა, რომელიც შეეხება ტაქსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევ ყველა სხვა ფაქტორს;

აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზებას, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან.

ტეგები