ვინ არის მამაკაცი, რომელიც გორის მაგისტრალზე აფეთქებას ემსხვერპლა?
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 13:19
ვინ არის მამაკაცი, რომელიც გორის მაგისტრალზე აფეთქებას ემსხვერპლა?

გორის მაგისტრალზე დაღუპული მამაკაცი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის გურამ გოგიჩაშვილის მამა, გურამ გოგიჩაშვილია. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

ამ ინფორმაციას ოსიაურში ხაშურის მერის წარმომადგენელი ლაშა მალხაზიშვილიც ადასტურებს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანა დაიწვა. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ტეგები