ბათუმის საკრებულოში დეპუტატებმა დღეს უკვე მეორეჯერ სცემეს ერთმანეთი
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 14:35
ბათუმის საკრებულოში დეპუტატებმა დღეს უკვე მეორეჯერ სცემეს ერთმანეთი

მორიგი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატები ერთმანეთს ამჯერად ტერენტის გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას დაუპირისპირდნენ.

დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს. ​​

ფიზიკური დაპირისპირება კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

დაპირისპირებისას დეპუტატი რომან ზოიძე დაშავდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საკრებლოში დეპუტატებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა დღეს დილითაც მიაყენეს.ფიზიკური დაპირისპირება, პირველ შემთხვევაში მერიის შპსეებიდან ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს მოჰყვა.

ტეგები