უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 17:11
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

12 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6953 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6960 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0481 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.73 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4639 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5252 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 აპრილიდან შევა ძალაში.
 

ტეგები