სასამართლომ „ნაცმოძრაობის“" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2019 20:52
სასამართლომ „ნაცმოძრაობის“" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 აპრილს დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 19 აპრილამდე გადაიდო.

სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული ფოტო-ვიდეო და სხვა მასალები განიხილეს.

ზუგდიდის რაიონული მოსამართლის მანუჩარ ცაცუას განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს, რისი განხილვაც ვერ მოესწრო. 

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.