რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსის მგზავრები მგზავრობის საფასურის ელექტრონულადაც გადაიხდიან
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2019 13:54
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსის მგზავრები მგზავრობის საფასურის ელექტრონულადაც გადაიხდიან

ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ლაპარაკია „მეტრომანის“ და ბანკის ბარათით ანგარიშსწორებაზე. ინფორმაციას კომპანია „ინტერტრანსი“ ავრცელებს. 

პირველ ეტაპზე 100 ერთეულ ყვითელ მიკროავტობუსში დამონტაჟდა ელექტრონული გადახდის სისტემა. 

მგზავრობის ღირებულების გადახდა ძველებურად ნაღდი ფულითაც იქნება შესაძლებელი. 

გადახდის ელექტრონული სისტემა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.