შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყეში ხანძარია
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2019 21:32
შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყეში ხანძარია

ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია. 1tv-ს ინფორმაციით, იწვის ტყე და ბუჩქნარი. ადგილზე იმყოფება ორი სახანძრო და სამაშველო ჯგუფი.

ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მერიის ინფორმაციით, ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებს.