მელბურნის ღამის კლუბში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 11:21
მელბურნის ღამის კლუბში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ღამის კლუბში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე დაჭრილია სამი პირი, მათგან ერთი მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველები ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ღამის კლუბის შესასვლელში მდგომი ხალხის მისამართით ცეცხლი მანქანიდან გახსნა.
პოლიციამ მოგვიანებით მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ ცეცხლი გახსნეს, დამწვარი იპოვა.

„ესოშიეთიდ პრესი“ აღნიშნავს, რომ ავსტრალიაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაული საკმაოდ იშვიათია, რადგან ქვეყანაში 1996 წელს მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად იარაღზე კონტროლის მკაცრი კანონი მოქმედებს.

ტეგები