ტეხასის შტატს ტორნადომ გადაუარა
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 11:28
ტეხასის შტატს ტორნადომ გადაუარა

ტეხასის შტატის ქალაქ ფრანკლინს ტორნადომ გადაუარა. სტიქიამ ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ CNN წერს.

3 და 8 წლის ბავშვები მშობლებთან ერთად ავტომობილში ისხდნენ, რომელსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ქალაქ ფრანკლინს, სადაც 1 500 ოჯახის ცხოვრობს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

ათობით საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია. მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა. მათთვის დროებითი განთავსების ცენტრების მოწყობა დაიწყეს.
 

ტეგები