Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 11:44
Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს

Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ავრცელებს.

მარკ ცუკერბერგი ხმის უფლების მქონე აქციების 60%-ს აკონტროლებს, რაც მას უფლებას აძლევს ფაქტობრივად მარტომ აკონტროლოს კომპანიის პოლიტიკა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს.

აქციონერები აცხადებენ, რომ სწორედ ამის გამო, Facebook-ი რამდენიმე სკანდალში გაეხვა. მაგალითად Cambridge Analytica-დან მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა და რუსეთის ჩართულობა აშშ-ის არჩევნებში და ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

აქციონერები დამოუკიდებელი მმართველი თავმჯდომარის არჩევას 2019 წლის 30 მაისს დაგეგმილ აქციონერთა კრებაზე აპირებენ.

Facebook-ის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მმართველობის სტრუქტურა აქციონერების ინტერესებს პასუხობს. 

ტეგები