დედაენის დღე სტუდენტებმა მსვლელობით აღნიშნეს
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 13:51
დედაენის დღე სტუდენტებმა მსვლელობით აღნიშნეს

14 აპრილს "დედაენის დღე" აღინიშნება. ეს თარიღი სტუდენტებმა მსვლელობითა და ერთდღიანი ფესტივალით აღნიშნეს.

სტუდენტებმა მსვლელობა ოპერიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიწყეს, სადაც სიმბოლური აქცია გამართეს.

დღის ბოლოს ღონისძიება “გაუზიარე 33 ემოცია” სხვადასხვა პროგრამით გაგრძელდება. დაგეგმილია მუსიკალური ნომრები, სიტყვით გამოსვლები და თემატური თამაშები.

ტეგები