შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს უმასპინძლა
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 13:59
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - შალვა ენუქიძემ სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს - იოჰანეს ვან დერ კლაუსს უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს. მათ შორის, თავშესაფრის მინიჭების პროცედურა და არსებული გამოწვევები. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები.

იოჰანეს ვან დერ კლაუსმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის რეალიზების მექანიზმები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლო აქტივობებზე შეთანხმდნენ.

ტეგები