Facebook- ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე რამდენიმე საათით წვდომა შეიზღუდა
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 17:40
Facebook- ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე რამდენიმე საათით წვდომა შეიზღუდა

მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებზე Facebook- ზე, Instagram-სა და WhatsApp- ზე წვდომა შეზღუდული იყო. ინფორმაციას პორტალი Downdetector-ი ავრცელებს.

პორტალის ცნობით, Facebook-ის შეზღუდვის თაობაზე 10.2 ათასზე მეტი განცხადება შევიდა. პირველი შეტყობინებები ადგილობრივი დროით 06:38 საათზე დაფიქსირდა.

15:00 საათის მონაცემებით, მომხმარებელთა 57% ინფორმაციის განახლების პრობლემებს უჩიოდა, 21% სისტემაში შესვლასთან დაკავშირებულ სირთულეებს და 20% ქსელის სრულად გამორთვას. ყველაზე მეტი საჩივარი ბრიტანეთში, უნგრეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, აშშ-ში, კანადაში, ფილიპინებსა და სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა.
როგორც Downdetector იუწყება, Instagram-ის მუშაობის შეზღუდვაზე თითქმის 7 000 საჩივარი შევიდა. სოციალური ქსელის მუშაობის თვალსაზრისით სირთულე ადგილობრივი დროით 06:33 საათზე დაიწყო.

მომხმარებელთა საჩივრის 51% ინფორმაციის განახლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა, 28% სოციალურ ქსელის სისტემაში შესვლას და 19% ვებზე.

ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ტაილანდის და მალაიზიის ქვეყნების მოქალაქეები დაზარალდნენ.

WhatsApp- ის მუშაობის თვალსაზრისით პრობლემები 06:58 საათზე დაიწყო.

მომხმარებლებმა 2,6 ათასზე მეტი საჩივარი გაგზავნეს. მათ შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების სირთულეებზე (39%) ისაუბრეს, სისტემაში შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომხმარებელთა 21% უჩიოდა. ყველაზე მეტი საჩივარი ესპანეთში, ავსტრიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და მალაიზიაში იყო.