რუსთაველის გამზირზე, „ხინკლის სახლში“ ხანძარია
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 19:39
რუსთაველის გამზირზე, „ხინკლის სახლში“ ხანძარია

რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარია. როგორც პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სამზარეულოში 20 კვმ ფართობზეა გაჩენილი.


ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებულია როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ტეგები