რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 20:23
რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „ხინკლის სახლის" სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, დამწვარია 20 მ² ფართობი. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

ტეგები