ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 21:16
ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით 14 აპრილს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაიმართა მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“.



მარათონი ბერი გაბრიელ სალოსის დასაწყისიდან დაიწყო და სამშენებლო კომპანია დირსის ტერიტორიაზე დასრულდა.



მარათონში ახალგაზრდები, მოზარდები და უფროსი თაობის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები:



პირველ ადგილზე გასულ თემურ მამედოვს გარდამავალი თასი, მედალი, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ორკაციანი საგზური და “world fitness” - ის ულიმიტო აბონიმენტი გადაეცათ.



მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ვიტალი ბრეჟნევს და ნიკა გიხნიაშვილს მედლები და world fitness - ის ულიმიტო აბონიმენტები გადაეცათ.



გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ნათია მაჭავარიანმა, რომელსაც საცურაო კომპლექს "ოლიმპიკის" აბონიმენტი გადაეცა.



ასევე პირველ ათ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.



ორგანიზატორებმა მარათონის ყველაზე პატარა მონაწილეს, ბუბუ იმერლიშვილს სპორტული მაღაზიის, "joma"-ის 100 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს.



მარათონის ჩატარების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „ინიციატორი“, პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით უკვე მეორე წელია ატარებს მარათონს და აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ტრადიციული ხასიათი მიეცემა.



ორგანიზატორებმა მადლობა გადავუხადეს თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს ხელშეწყობისთვის.

მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადეს კომპანიებს world fitness, "ოლიმპიკსა" და "რედ ბულს", არასამთავრობო ორგანიზაციებს, "დავითიანსა" და "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას".

განსაკუთრებული მადლობა კი ორგანოზატორებმა სამშენებლო კოპანია "დირსის" და მარათონის თითოეულ მონაწილეს გადაუხადეს.

 

ტეგები