რუსთავში16 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2019 23:29
რუსთავში16 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა. დაშავებული კლინიკა „რუსთავშია“ გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ამავე კორპუსში ცხოვრობს, თუმცა სხვა სადარბაზოში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო: პრაიმტაიმი