ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 10:29
ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს

ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში არ შეუშვეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 15 ადამიანი ამჟამად სადეპორტაციო განყოფილებაში არიან გადაყვნილი, მათ შორის 4 ბავშვია.

ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობლები ჰყვებიან, რომ ანსამბლის წევრებს საბუთები წესრიგში ჰქონდათ, თუმცა მათ საზღვარზე შეშვება მაინც არ მოხდა.

მათივე თქმით, საზღვარზე დაკავებულები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

„ანსამბლი „გორდა“ 4 ბავშვთან და და რამდენიმე უფროსთან ერთად, მშობლებთან ერთად ჩავიდნენ ისრაელში მოწვევით ფესტივალზე. ყველა საბუთები, აბსოლუტურად ყველაფერი დაამზადეს, გააკეთეს, ყველაფერი ჰქონდათ ხუთიანზე გაკეთებული, ჩავიდნენ იქ და იქ დილის თერთმეტი საათიდან საღამოს ათ საათამდე აყურყუტეს. ვითომ შემოწმებებიო, ისინიო, ესენიო და ბოლოს მოჰკიდეს ბავშვებს და ყველას ხელი და შეყარეს სადეპორტო ციხეში ისრაელში, სადაც საჭმელი არ არის, წყალი არ არის, ტუალეტი მანდ არ არის. არის გაუსაძლისი მდგომარეობა.

ჩემი რძალი დაელაპარაკა საკონსულოს და საკონსულომ გასცა ასეთი პასუხი, რომ თუ გაქვთ ფულიო და იყიდეთ ბილეთიო და ჩვენ დაგეხმარებით, რომ ჩამოფრინდნენ უკანო და ამათ იქით-აქეთ ბილეთი, ორი გზა ჰქონდათ ბილეთი ნაყიდი ყველას,“- აცხადებს ანსამბლის ერთ-ერთია წევრის ახლობელი ჯაბა დაუშვილი.

ტეგები