
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, სინოპტიკოსების ცნობით, 15 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში +23 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, 16 აპრილს ხანმოკლე წვიმა და +19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 17 აპრილს +11 გრადუსი ხანმოკლე წვიმა იქნება, 18 აპრილს +9 გრადუსსა და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, 16 აპრილს წვიმას და +15 გრადუსს პროგნოზირებენ, 17 აპრილს ასევე წვიმა და +11 გრადუსი იქნება, ხოლო 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი და +14 გრადუსია მოსალოდნელი.
15 აპრილს დედაქალაქ თბილისში +13 გრადუსი სითბო და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, 16 აპრილს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, 17-18 აპრილს ხანმოკლე წვიმა და +16 გრადუსია ნავარაუდევი.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |