ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლებას გამორიცხავს
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 12:39
ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლებას გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს უბრალოდ "გამორიცხულია".

"შემიძლია ძალიან მარტივად გამოვრიცხო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზაფხულში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

ტეგები