ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 12:45
ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო

ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მინდია გორაძე უკვე 2 დღეა მშრალ შიმშილობაზეა.

მისი ადვოკატების თქმით, წინა საექსტრადიციო პატიმორაბში მყოფ გორაძეს უსამართლოდ დევნიან და ამ დრომდე ისიც კი არაა გადაწყვეტილი როდის მოხდება მისი ექსტრადირება.

ადვოკატების თქმით, პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან გორაძის ოჯახის წევრებსაც.

„სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა, რომ აქამდე მოეხდინა ექსტრადაცია, თუმცა სახელმწიფომ არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება. მაშინ კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ნუღარ აწვალებენ მას, უცხო ქვეყანაში მაინც დაანებონ თავი და შეეშვან,“- განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

ტეგები