ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 14:33
 ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციების სამუშაოები დაიწყო.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი.

პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე- აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო
პარკის ირგვლივ ველო და სარბენი ბილიკი გაკეთდება. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები,
მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა განათება. პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს.

ტეგები