C ჰეპატიტისგან საქართველოში დაახლოებით 48 900 ადამიანი განიკურნა
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 16:52
C ჰეპატიტისგან საქართველოში დაახლოებით 48 900 ადამიანი განიკურნა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, C ჰეპატიტისგან საქართველოში დაახლოებით 48900 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

"6 წლის წინ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ჩართულობით მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან განიკურნა დაახლოებით 48900 ადამიანი!

ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მეამაყება რომ ამ დიდი, შესრულებული სამუშაოს მონაწილე ვარ", - წერს თალაკვაძე.

ტეგები