ავარია ჩაქვში - დაღუპულია 11 წლის ბავშვი
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 20:05
ავარია ჩაქვში - დაღუპულია 11 წლის ბავშვი

ჩაქვში 11 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. უწყებაში ადასტურებენ, რომ ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვაისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ითვალისწინებს.

ტეგები