პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია (ვიდეო)
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 21:26
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია (ვიდეო)

პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარის ერთ-ერთ ნაწილში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენა სწორედ ამ სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია. ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს და დამთავრდა 1182, ხოლო  მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე აქვს. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია.

 

Возгорание в соборе Нотр-Дам-де-Пари в Париже, Франция. 15 апреля 2019