საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 22:26
საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – წერს საფრანგეთში საქართველოს საელჩო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერი ხანძარია. ხანძრის შედეგად ტაძრის სახურავი ჩაინგრა.

ტეგები