ემანუელ მაკრონი ნოტრ-დამზე: ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მე ვიწვი
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2019 23:08
ემანუელ მაკრონი ნოტრ-დამზე: ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მე ვიწვი

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მე ვიწვი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში არსებულ ხანძარზე საუბრობდა.

ნორტ-დამში ძლიერი ხანძარი, წინასწარი ინფორმაციით, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

გარეთ ხალხია შეკრებილი, რომლებიც ცეცხლმოკიდებული ისტორიული ძეგლის განადგურებას შეჰყურებენ და ტირიან.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის ჩასაქრობად ვერტნფრენები არ გამოიყენეს, ვარაუდობდნენ, რომ საფრენი აპარატების მიერ ზემოდან დასხმული წყალი სახურავსა და სამრეკლოს ჩაანგრევდა, ამიტომ თავი შეიკავეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გათვლები არასწორი აღმოჩნდა და ტაძრის სახურავი მაინც ჩაინგრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრიდან რესტავრაციის მიზნით ბრინჯაოს ქანდაკებები რამდენიმე დღით ადრე ჩამოხსნეს. შესაბამისად, ისინი ხანძარს გადაურჩნენ.

ტაძარში ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს.

ტეგები