პოლიციამ თბილისში “ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2019 10:08
პოლიციამ თბილისში “ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის“ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.