საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - განათლების ბანკი შექმნა
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2019 16:22
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - განათლების ბანკი შექმნა

 

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - განათლების ბანკი შექმნააღნიშნულ პლატფორმაზე დღეიდან განაცხადების მიღება დაიწყო.

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები - ვებპლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ახალ საგანმანათლებლო პლატფორმაზე, უკვე დღეიდან, დაიწყო განაცხადების მიღება ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD 2019-ზე. პროექტი საქართველს ბანკის, Impact Hub Tbilisi-სა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და ის ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. კონკურსი ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების სამთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე დასწრებას. ყველას, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა,  შეიმუშაოს და განახორციელოს იდეა, დაესწროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებს,  უნდა ეწვიონ პლატფორმას https://boe.ge/project/SocialImpactAward, შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა  და გახდნენ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის მონაწილენი.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს