ვინ არიან "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან გადმოვარდნილი 19, 20 და 21 წლის ბიჭები
ამობეჭდვა · 16 / 04 / 2019 21:41
ვინ არიან "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან გადმოვარდნილი 19, 20 და 21 წლის ბიჭები

"პანორამა თბილისის" მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დაშავებულები 21 წლის გიორგი ლიპარტელიანი, 19 წლის ნოდარ ჩახალიანი და 20 წლის დავით ოჩხიკიძე არიან.

ახალგაზრდა ბიჭები რამდენიმე წელია "პანორამა თბილისის" ობიექტებზე მუშობენ, ისინი ლანჩხუთიდან არიან.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

 

წყარო