სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლესი კომისრის მრჩეველებს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2019 13:24
სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლესი კომისრის მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველ მარკ ფუმაგალს და იურიდიულ მრჩეველ ლაურენციუ ჰადირკას შეხვდა.



შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.



„მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა ჩვენს მულტიკულტურულ ქვეყანაში. სტუმრები დაინტერესებული იყვნენ იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებსაც სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების კუთხით დგამს. მათ ეთნიკური უმცირესობების დაცვის სხვადასხვა საკითხთან მიმართებით ჰქონდათ ინტერესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად განვიხილავთ ჩვენს მრავალეროვან და მრავალფეროვან ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებს, იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული და თითოეულმა ადამიანმა თავი იგრძნოს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან წევრად“, - განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის შემდეგ.

ტეგები