„გირჩი“ ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობს
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2019 13:58
„გირჩი“ ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობს

„გირჩი“ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვას იწყებს, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე თავად განაცხადა. კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანება მთაწმინდის ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ გარკვეულ ანაზღაურებას საჯაროდ სთავაზობს.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ამომრჩეველი 50 დოლარის ეკვივალენტის 5 000 GeD-ს მიიღებს, თუ წარადგენს საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული. ასევე, GeD-ის მფლობელი მოქალაქე გახდება „გირჩის“ წევრი და შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს „გირჩში“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის 2020 წლის საარჩევნო სიის ფორმირებაში.

"ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, რომ 100 მილიონი GeD, ჩვენი ციფრული ვალუტა გავანაწილოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმას მოგვცემენ ან აქტიურად ჩაერთვებიან საბოს მხარდაჭერის მობილიზებაში", - აღნიშნა ჯაფარიძემ.