საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ შეხვედრას მართავს
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2019 15:03
 საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ შეხვედრას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ შეხვედრას მართავს. უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან კინოდარბაზში გადაინაცვლეს.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრების შეხვედრა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით იმართება, რომელიც კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშრებით გასცა.

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად უნდა განეხილათ, 15:00 საათამდე გადაიდო.

ტეგები